ენმ-ის კადრები სოფელ რიყედან

09/30/2021
Radio Atinati-ის მიერ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობს“ ზუგდიდის ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წარმომადგენლებს მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების
ჩამორთმევაში ადანაშაულებს. პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის წევრმა ანა წითლიძემ გაასაჯაროვა ვიდეომასალა, რომელიც, მისივე მტკიცებით, ასახავს ფაქტს, თუ როგორ მოახერხეს მათ მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული პირადობების დაბრუნება. წითლიძის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს სოფელ რიყეში მოხდა. მისივე ინფორმაციით, ამომრჩევლებს პირადობის მოწმობები ამავე სოფლის მკვიდრმა, ქართული ოცნების წარმომადგენელმა მაყვალა ანთიამ ჩამოართვა და ასევე პროცესში ჩართულია ზუგდიდის თეატრის მსახიობი მერაბ კაკალია.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati  
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან