გარემოვაჭრეების ნაწილი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს

01/21/2018
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მომუშავე გარემოვაჭრეების ვაჭრობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებისგან გაფრთხილება უკვე მიიღეს და მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაჭრობა 20 იანვრამდე შეეძლოთ.

„სხვა შემოსავალი არ გვაქვს, ვაჭრობით ვირჩენთ თავს. ვითხოვთ, რომ მოგვცენ აქ მუშაობის უფლება“, - აღნიშნეს გარემოვაჭრეებმა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის განმარტებით, გარემოვაჭრეების ნაწილმა, გაფრთხილების შესაბამისად, უკვე დატოვა ტერიტორია და ბაზრის შიგნით, შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში შევიდა სამუშაოდ.„კანონის წინააღმდეგ ვერავინ წავა. ჩვენ გავაფრთხილეთ ისინი წერილობითაც და პირადადაც, რათა გაგებით მოკიდებოდნენ. დღეს გვაქვს მერიაში თათბირი და შემდეგ უკვე უფლებამოსილები ვიქნებით, რომ ტერიტორია გავასუფთავოთ. ისინი ამის შესახებ დაუწყებულნი არიან, რომ არ უნდა დატოვონ საკუთარი ნივთები იქ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჯაიანმა.

მისივე მტკიცებით, მათთვის შეთავაზებულია რამდენიმე ალტერნატიული ფართი, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფასოდ შეძლებენ ვაჭრობას, შემდეგ კი ყოველდღიური გადასახადი, სავარაუდოდ, 3 ლარის ოდენობით დაეკისრებათ.

თავის მხრივ, გარემოვაჭრეების ნაწილი ამბობს, რომ შემოთავაზების შემთხვევაში ალტერნატიულ ფართს არ დასთანმხდებიან, რადგან მათ ადგილის ქირის გადახდის საშუალება არ აქვთ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი აქციებს აანონსებენ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან