გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ექვსივე პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული პირები დამნაშავედ ცნო. სამართალდამცველებმა ლ.შ., გ.მ., ნ.ც., ნ.ქ., ა.ქ. და ზ.ხ. 2020 წლის 26 ივნისს დააკავეს. ლ.შ.-ს, გ.მ.-ს და ნ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მონაწილეობა) წარედგინათ. ნ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა. ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წარედგინათ. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდგომ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თბილისის პრობაციის ბიუროს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით მიმართა. სასჯელის დანიშვნის სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება. პროკურორი: ნანა გუგუტიშვილი ვრცლად: http://pog.gov.ge/news/prokuraturis-m...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
განაჩენი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხომასურიძისთვის ბრალის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხომასურიძისთვის ბრალის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი შაქარაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მკვლელობაში ბრალდებულის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი შაქარაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიციამ შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ....
შინაგან საქმეთა სამინისტრო