მკვლელობაში ბრალდებულის მიმართვა
წერილი ციხიდან. გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურამ მის წინააღმდეგ ცრუ მოწმე - მისი თანასაკნელი დაკითხა. წერილში, რომელიც საქართველოს პირველ არხს რევაზიშვილის ძმამ გადასცა, ბრალდებული წერს, რომ თანასაკნელი, რომელსაც საგამოძიებო უწყება გათავისუფლებას დაჰპირდა, პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, თითქოს რევაზიშვილმა მასთან დანაშაული აღიარა და 50 ათასი ლარის სანაცვლოდ, დანაშაულის საკუთარ თავზე აღება შესთავაზა. ბრალდებული ამბობს, რომ ის უდანაშაულო და „სისტემის მძევალია“. ნიკოლოზ რევაზიშვილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ორი მუხლით არის ბრალდებული. თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა. მისი ადვოკატი ადასტურებს, რომ საქმის ახალ მასალებში, რევაზიშვილის თანასაკნელის გამოკითხვის ოქმი იმ შინაარსით დევს, რაზეც დაკავებული წერილში საუბრობს. უფლებადამცველი გამოკითხვის ამ ოქმს კომიკურს უწოდებს. შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო 10 სექტემბერს არის ჩანიშნული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მიხეილ კალანდიას სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის დის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 9 მარტი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრალის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრალდებულის ექსტრადირება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მალხაზ კობაურის ადვოკატების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster