ბრალდებულის ექსტრადირება
დედა-შვილის ნატო და გურამ კვეზერელების განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე საბერძნეთმა, ორწლიანი ლოდინის შემდეგ, საქართველოს გადასცა. ექსტრადირების შესახებ ინფორმაცია მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბერში, გიორგი ყუფარაძემ დამამძიმებელ გარემოებაში, თანამზრახველთან ერთად, გურამ კვეზერელის მკვლელობის დაფარვის მიზნით, ცხედარი წინასწარ შეძენილ პლასტმასის კასრში მოათავსა, სადაც მჟავა ჩაასხა და კოჯორში მდებარე აგარაკის ეზოში დამარხა. იმავე დღეს თბილისის ზღვაზე მდებარე ბინაში დანის ჩარტყმით მოკლეს ნატო კვეზერელი, შემდეგ კი ფარულად დაეუფლნენ ბინაში არსებულ, დაახლოებით, 12 000 დოლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ყუფარაძის მიმართ ძებნის გამოცხადების თხოვნით პროკურატურამ ინტერპოლს 2016 წელს, საქმის გახსნის შემდეგ მიმართა. საბერძნეთში ყუფარაძე ყალბი პასპორტით ცხოვრობდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჯეკ შეპარდის საქმე
TV IMEDI
ტერორიზმში ბრალდებულის ექსტრადირება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში ბრალდებულის ექსტრადირებ...
საქართველოს პროკურატურა
ძებნილი ჭაკუას ექსტრადირება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მელნიკოვის ადვოკატები ბრალდებულის პატიმრობას აპროტესტებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძებნილი პირის დაკავება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster