ძებნილი ჭაკუას ექსტრადირება საქართველოში
შვიდ წლიანი ძებნის შემდეგ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული და ინტერპოლის მიერ ძებნილი ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოში ჩამოიყვანეს. ქვეყნიდან 2012 წელს დათა ახალაიასთან და მეგის ქარდავასთან ერთად წასული დავით ჭაკუას ექსტრადირება გერმანიიდან რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის გვარი არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორის 2006 წლის ციხის ბუნტის საქმეში, რაზეც გამამტყუნებელი განაჩენი უკვე არსებობს. ოლეგ მელნიკოვის და გია დგებუაძის შემდეგ ჭაკუა სხვა ქვეყანაში დაკავებული უკვე მესამე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც საქართველოს გადმოსცეს. რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიაში საქმის განხილვისას დავით ჭაკუა ექსტრადირების წინააღმდეგი იყო და ამბობდა, რომ ის საქართველოში პოლიტპატიმარი იქნებოდა. ბრალდებული 21-დღიან კარანტინს პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამედიცინო საკარანტინო სივრცეში გაივლის. იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი ე.წ. მატროსოვის ციხე უკვე დახურულია, ჭაკუას, წარსულში მის დაქვემდებარებაში მყოფ სასჯელაღსრულების რომელიმე დაწესებულებაში მოათავსებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დავით ჭაკუას ექსტრადირება გერმანიიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით ჭაკუას ექსტრადირება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით ჭაკუას ბრალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძებნილი პრეზიდენტის განცხადებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო...
TV IMEDI
ძებნილი \u0026 ჯერონიმო - ჩემი ძმები
ქართული მუსიკა ვინილზე / Georgian Music On Vinyl
ძებნილი სამუშია ლიეჟში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძებნილი სამუშიას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster