ხომასურიძისთვის ბრალის წარდგენა
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. თ.ხ.-ს დაკავება მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გუშინ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით, ბრალდებული ზ.ხ.-ს მამამ მეგობარს დაავალა რეგისტრაციის გარეშე ორი მობილური ტელეფონისა და სიმ ბარათის შეძენა, ასევე, გურამ ამირხანაშვილის სახლთან მისვლა და წინასწარ შეთანხმებული ტექსტებით აღნიშნულ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, რათა ეს „ოქროს მოწმის“, გურამ ამირხანაშვილისა და საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის მიმოწერად გაესაღებინა. ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ბრალის წარდგენიდან 72 საათში იმსჯელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...