#მოამბე 21 საათზე, 13 მარტი, 2024 #LIVE


• ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი და ამნისტიის გათვალისწინებით 12-წლიანი პატიმრობა როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს - მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები თავად ბრალდებულების მიერ არჩეულ მსაჯულებს არაობიექტურობაში ადანაშაულებენ; რეზონანსული საქმის საბოლოო განაჩენი, დეტალები და მხარეთა პოზიციები
• კვიპროსში აშშ-ის წარმომადგენლობამ დავით კეზერაშვილი არასასურველ სტუმრად მიიჩნია და ვიზა არ მისცა - საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო დეპარტამენტს კოლუმბიის სასამართლოში უჩივის; სარჩელის მიხედვით უარის მიზეზი ფულის გათეთრების საქმე გახდა; „ბიბისის“ მიერ „მისტერ ობშორად“ წოდებული კეზერაშვილის საერთაშორისო დავები და პოლიტიკური შეფასებები
• ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას აგრძელებს, რის შედეგადაც 185 ათასამდე მსესხებელს ბანკში ყოველთვიური შენატანი გაუიაფდება და სესხებზე საპროცენტო განაკვეთები დაიკლებს - ქვეყნის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთის საკმაოდ დიდი ბიჯით შემცირებას არსებული დაბალი ინფლაციური მოლოდინებით და ლარის კურსის სტაბილურობით ხსნის; სებ-ის გადაწყვეტილება და სპეციალისტთა შეფასებები
• მომავალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში დარეგისტრირებას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე უსრულდებათ - ცვლილებები პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში, თავისუფალი არჩევანი მშობლებს და ფსიქოლოგთა რჩევები

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან