აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირება დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ

03.04.2019 00:35

აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირება დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ. გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპის ვადის ამოწურვის შემდეგ, მსურველები გამოცდებისთვის ვეღარ დარეგისტრირდებიან. რეგისტრაცია წელსაც რამდენიმეეტაპიანია. შემდეგ ეტაპზე აბიტურიენტები საგნის შეცვლას, წაშლას, დამატებას ან შემოქმედებითი ტურის არჩევას შეძლებენ. ეს პროცესი 7 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამ დრომდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებსაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: