ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება

03.07.2014 01:16

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტები გამოცდას უცხო ენაში, კერძოდ, ინგლისურში აბარებენ. თითო სესია 2 საათსა და 30 წუთს გრძელდება. პირველ სესიაზე სულ 343 ბავშვი დარეგისტრირდა, 8 კი არ გამოცხადდა, მეორეზე კი სულ 340 ბავშვმა გაიარა რეგისტრაცია. საგამოცდო პროცესი საქართველოს 19 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდების კახეთის ადმინისტრატორის განცხადებით, გამოცდები მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. სულ რეგისტრაცია წელს 36 000-მდე აბიტურიენტმა გაიარა. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1q0Ncon

გაზიარება: