ეროვნული გამოცდები

08.07.2021 00:55

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. აბიტურიენტები დღესაც უცხო ენის გამოცდას აბარებენ. სესიაზე აბიტურიენტების 93 % მივიდა, ოთხმა აბიტურიენტმა დააგვიანა. კორონავირუსის დადასტურების გამო უცხო ენის გამოცდას 30 აბიტურიენტი ვერ დაესწრო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, არ დააგვიანონ გამოცდებზე, ამასთან, კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ დაგვიანებული და არ გამოცხადებული აბიტურიენტები საგამოცდო პროცესს ეთიშებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: