ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება

27.06.2014 01:31

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტები გამოცდას დღესაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. თითო სესია 4 საათს გრძელდება. მესამე სესიაზე სულ 337 ბავშვი დარეგისტრირდა, 11 კი არ გამოცხადდა. სულ რეგისტრაცია წელს 36 000-მდე აბიტურიენტმა გაიარა. საგამოცდო პროცესი საქართველოს 19 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდების კახეთის ადმინისტრატორის განცხადებით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1iDblmk

გაზიარება: