აბიტურიენტები გამოცდას მათემატიკაში აბარებენ

11.07.2014 01:41

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტები გამოცდას მათემატიკაში აბარებენ. თითო სესია 3 საათს გრძელდება. პირველ სესიაზე სულ 175 ბავშვი დარეგისტრირდა, 6 კი არ გამოცხადდა. საგამოცდო პროცესი საქართველოს 19 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდების კახეთის ადმინისტრატორის განცხადებით, პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს. სულ რეგისტრაცია წელს 36000-მდე აბიტურიენტმა გაიარა. გამოცდები 16 ივლისს დამთავრდება, შედეგები კი აგვისტოში გახდება ცნობილი. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1s5pnzY

გაზიარება: