ჩიზქეიქი ქილაში | შეფი ლუკა ნაჭყებია

08/31/2021
Taste Corporation-ის მიერ

☀️ზაფხული დასასრულისკენ მიდის, მაგრამ ტკბილი, მჟავე და გრილი დესერტი ჯერ კიდევ საჭიროა თქვენი მხნე განწყობისთვის.
შეფ ლუკა დღეს ჩიზქეიქის მორიგ ვარიაციას შემოგთავაზებთ.
⚠️SPOILER ALERT : ეკრანებთან სასუსნავით დასხედით.
გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, გემრიელად გვიყურეთ.

გამოგვყევი:
instagram: https://www.instagram.com/chef.cave/​​
facebook: https://www.facebook.com/chef.cave​​
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​

-------------------------------------------------------------------------------------------------------
კარაქიანი ორცხობილები დავფხვნათ

ავიღოთ 300 გრამი ულაქტოზო კრემ ყველი, დავუმატოთ 60 გრამი შაქარი, გადავურიოთ
და დავუმატოთ 5 გრამი ვანილიანი შაქარი.

ჟოლოს ტოფი :
200 გრამი ჟოლო დავადგათ ცეცხლზე და დავჭყლიტოთ . დავუმატოთ 90 გრამი შაქარი. დასრესილი ჟოლო გადმოვწუროთ.
გადაწურული მასა დავაბრუნოთ ცეცხლზე .
3 ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი დავუმატოთ ჟოლოს და წამოვადუღოთ.
დავუმატოთ 110 გრ ნაღები.

200 გრამი მაყვალი გავსრისოთ და დავუმატოთ 50 გრამი კარაქი.
გადავწუროთ
ჩავაბრუნოთ მაყვალი უკან ქვაბში და დავუმატოთ 80 გრამი შაქარი

ორთქლის აბაზანაში ვალღობთ თეთრ შოკოლადს დაახლოებით 80 გრამს.ვამატებთ მაყვლის მასას და ინტენსიურად ვურევთ. ვაბრუნებთ მაყვალს ცეცხლზე და ვაკარამელიზირებთ .

7 გრამი ჟელატინი დავალბოთ წყალში.
დავამატოთ დაახლოებით 50 მლ რძეს და შევათბობთ.

შესქელებული სოუსი გადმოვდგათ ცეცხლიდან
100 მლ ნაღები დავუმატოთ კრემ ყველს .

ვიღებთ ქილას. ძირში ვყრით ორცხობილებს. ერთ მხარეს დავასხათ ჟოლოს ტოფი. მეორე მხარეს შოკოლადის სოუსი. და უკვე შემდეგ ყველის მასა.
ზემოდან ისევ ორცხობილები. რამოდენიმე მარწყვი დავჭრათ ზომებად და მოვათავსოთ ქილაში. ასე გავიმეოროთ იმდენი ფენა რამდენსაც ქილის ზომა მოგვცემს საშუალებას. ჩიქზეიქი ქილაში მზადაა.

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან