„განათლება განვითარებისთვის“ - პროექტში სოციალურად დაუცველი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან

06/24/2017
Radio Atinati-ის მიერ

საგანმანათლებლო ცენტრი „მარდი“ სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს „განათლება განვითარებისთვის“ იწყებს. ცენტრის პედაგოგებისა და დამაარსებლების ინფორმაციით, არნიშნულ პროექტში სხვებთან ერთად სოციალურად დაუცველი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.

პროექტის თანახმად, შაბათ-კვირას ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო და ფიზიკური აქტივობაა დაგეგმილი, მათ შორის საოლიმპიადო მათემატიკასა და ზოგად უნარებში.
„გვსურდა წამოგვეწყო ეს უფასო კურსები საოლიმპიადო მათემატიკასა და ზოგად უნარებში, რადგან ყველას არ აქვს ხელმისაწვდომობა აღნიშნულ სერვისზე, რომ იმეცადინოს კერძოდ და ჩვენ გვინდა ამ ადამიანებს შევთავაზოთ ის, რაც შეგვიძლია უსასყიდლოდ“, - აღნიშნა მათემატიკის დოქტორანტმა კობა შონიამ, რომელიც მოსწავლეებს უქმე დღეებში მათემატიკის კურსს უფასოდ ჩაუტარებს.
სოციალურად დაუცველი ბავშვების მოძიებას ცენტრი თვითმმართველობასთან და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით გეგმავს. პროექტი მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს დაიწყება.
ცნობისთვის, საგანმანათლებლო ცენტრში, რომელიც 2017 წლის იანვარში დაფუძნდა, ამ დროისთვის, სკოლამდელი ასაკიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ირიცხებიან. მათ შორის, სოციალურად დაუცველი მოზარდებიც არიან, რომელთათვის, ცენტრის ერთ-ერთი დამარსებლის, ელისო რაფავას ინფორმაციით, სწავლა უფასოა.

Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან