პოლიციელის მიერ ნაცემი მუსიკოსი სახეში სხვადასხვა დაზიანებებით მკურნალობას სტაციონარში გადის.

26.11.2013 02:34

ცაიშის მკვიდრის როინ ქადარიას ინფორმაციით იგი 25 ნოემბერს ხობში გამთენიისას, 02:30-ზე ლანჩხუთის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა პაპუნა ფაჩულიამ სასტიკად სცემა. მუსიკოსი ამბობს, რომ პოლიციელმა ქორწილში ისეთი მუსიკის დაკვრა მოთხოვა რომელიც არ იცოდა და ფიზიკური შეურაწყოფაც ამის გამო მიაყენა. მუსიკოსს სახის არეში დაბეჟილობები ეტყობა. იგი ამჟამად საკუთარ სახლში მკურნალობს. როინ ქადარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დღის მეორე ნახევარში გაუარესდა, რის გამოც ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როინ ქადარიას დედამ ლელა ქადარია აცხადებს, რომ მისმა შვილმა გონება დაკარგა და ის საავადმყოფოში თავის ტვინის ძლიერი შერყევით არის მოთავსებული. ასევე, მას აღენიშნება სახის არეში სხვადასხვა დაბეჟილობები. ქადარიას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა .როინ ქადარიას ცემის ფაქტზე გამოძიება ხობის პოლიციამ უკვე დაიწყო, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს საქმის დეტალების შესწავლა. როინ ქადარიას ცემის შემდეგ თავის ძლიერი ტკივილები აწუხებს. დაზარალებული პოლიციელის დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ნაცემი პოლიციელის მდგომარეობა
00:41

ნაცემი პოლიციელის მდგომარეობა

Livepress. ge

„კუნთებით ვერ შეგვაშინებენ“ - ირაკლი წიგნაძეს პოლიციამ ლეონიძის ქუჩაზე სცემა
09:01

„კუნთებით ვერ შეგვაშინებენ“ - ირაკლი წიგნაძეს პოლიციამ ლეონი...

რადიო თავისუფლება

კორცხელის ინციდენტზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება
00:37

კორცხელის ინციდენტზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება

Radio Atinati

პოლიციის მიერ ნაცემი მოქალაქე ვიდეო განცხადებას ავრცელებს
02:40

პოლიციის მიერ ნაცემი მოქალაქე ვიდეო განცხადებას ავრცელებს

კომუნიკატორი / C სტუდია

პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა
02:38

პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემი ახალგაზრდა

ტვ პირველი • TV Pirveli

ტელეკომპანია „ოდიშის“ წამყვანი მისი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
00:56

ტელეკომპანია „ოდიშის“ წამყვანი მისი საქმის გადაკვალიფიცირება...

Radio Atinati

გორში, პოლიციელების მიერ ნაცემ მოქალაქეს ექსპერტიზა ჩაუტარდება |  ახალი დეტალები
04:22

გორში, პოლიციელების მიერ ნაცემ მოქალაქეს ექსპერტიზა ჩაუტარდე...

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

არასრულწლოვნის ცემის საქმე - მოზარდს ექსპერტიზა ჩაუტარდა
01:18

არასრულწლოვნის ცემის საქმე - მოზარდს ექსპერტიზა ჩაუტარდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო