არასრულწლოვნის ცემის საქმე - მოზარდს ექსპერტიზა ჩაუტარდა
პატრულ-ინსპექტორის მიერ ნაცემ მოზარდს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. დაზარალებული ბიუროში კანონიერ წარმომადგენელთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ექსპერტიზის დასკვნა მომზადების შემდეგ გამოძიების მიმდინარე საქმეს დაერთვება. არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე რამდენიმე მიმართულებით საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ინსპექტორის აპარატის გამომძიებელმა მოისმინა იმ პირის ჩვენება, ვინც 23 იანვარს, ისნის მეტროში მომხდარი ფაქტი გადაიღო. დაზარალებულთან ერთად მყოფი იხსენებს, რომ მეტროსადგურში პოლიცია მათთან მას შემდეგ მივიდა, რაც დაზარალებული არასრულწლოვანი ესკალატორის მოაჯირზე ჩამოსრიალდა. მისივე განმარტებით, ვიდრე ინსპექტორი მათ შეიყვანდა სადგურის პოლიციის ოთახში, მეგობრებმა მას უთხრეს, რომ მოზარდი იყო არასრულწლოვანი და სმენადაქვეითებული. პოლიციის თანამშრომელმა კი განაცხადა, რომ მას აალაპარაკებდა. მოწმის განცხადებით, ოთახში პოლიციამ სცემა მოზარდს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დღეს მიმდინარე გამოძიების მასალების გასაცნობად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი მიქაუტაძე არასრულწლოვნის ცემის ფაქტს უარყოფს
TV IMEDI
გიორგი შაქარაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მეტროში, შშმ პირის ცემის საქმეზე დაკავებულია ორი პოლიციელი
MULTIMEDIA GE
ნაფიცმა მსაჯულებმა ოჯახში ძალადობის და სხვა დანაშაულების ფაქ...
საქართველოს პროკურატურა
არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შსს-მ არასრულწლოვნის ცემის ბრალდებით ძიძა დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ძიძა დააკავეს | nanny was arrested on child abuse
info rustavi
შშმ არასრულწოვნის ცემის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster