გიორგი შაქარაშვილის საქმე
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის 11 ფიგურანტი პატიმრობაში რჩება. სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არცერთი სრულწლოვნის ადვოკატების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. პროკურატურა დაკავებულთა ნაწილისთვის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის დამძიმებას უახლოეს პერიოდში ვარაუდობს. როგორც ჩანს, ბრალდების მხარე დამატებითი მტკიცებულებების სახით კომპლექსური, მათ შორის ჩანთის და ნიადაგის, ექპერტიზის შედეგებს ელოდება. მანამდე კი საგამოძიებო მასალებში ჩნდება საქმის მთავარი მოწმის, ვახტანგ ახვლედიანის ახალი ჩვენება და კიდევ ერთი ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის მხრიდან გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა, რომელთა გათვალისწინებით გარდაცვლილის ბიძა გიორგის დევნის, ალყაში მოქცევის, ცემის და არაგვში გადაგდების ვერსიას განიხილავს. უცვლელია გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიცია. დაღუპულის ოჯახის წევრები „ტოიოტა ქამრიში“ მჯდომი ყველა პირის მკვლელობის მუხლით გასამართლებას ითხოვენ. რაც შეეხება საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის საკითხს, მათი საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და ექვსივე მათგანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო 31 ივლისს ჩანიშნულ პროცესზე იმსჯელებს. 19 წლის ფეხბურთელის საქმის გამოძიების გახანგრძლივებული ვადა 36 დღეში იწურება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი შაქარაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი შაქარაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი შაქარაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი შაქარაშვილის საქმე
TV IMEDI
გიორგი შაქარაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი შაქარაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი შაქარაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი შაქარაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster