„კუნთებით ვერ შეგვაშინებენ“ - ირაკლი წიგნაძეს პოლიციამ ლეონიძის ქუჩაზე სცემა

21.05.2024 09:01

❌ პოლიციის მიერ ირაკლი წიგნაძის ცემის ვიდეოკადრები 11 მაისს, საღამოს გავრცელდა - ის და მისი მეგობრები თავისუფლების მოედნიდან ლეონიძის ქუჩისკენ მიდიოდნენ ავტომობილით, როდესაც ის პოლიციელებმა სცემეს, შემდეგ კი დააკავეს. ❌ ინციდენტი პოლიციის მხრიდან გზის დათმობის მოთხოვნას მოჰყვა. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ირაკლი გვიყვება, რომ გზის სავალ ნაწილზე საკმარისი ადგილი იყო, პოლიციიის მანქანებს და ავტობუსს რომ გაევლოთ. პოლიციელებს ასეც უპასუხა. ❌ თუმცა, როგორც ირაკლი იხსენებს, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციელმა მას შეაგინა, რაზეც გინებითვე უპასუხა. ვიდეოში ჩანს, როგორ უსწორდებიან პოლიციელები მანქანაში მყოფ ირაკლის. ❌ ჩანან კონკრეტული სამართალდამცავებიც, რომლებსაც სახე არ აქვთ დაფარული. მათგან ერთ-ერთი, რომელიც წიგნაძეს თავსა და სახეში გამეტებით ურტყამს, ირაკლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამსახურს ჩამოშორებულია, თუმცა დაზუსტებით არ იცის, გაათავისუფლეს თუ არა ის სამსახურიდან. ❌ სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით. ❌ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ირაკლი წიგნაძე მომხდარს კიდევ ერთხელ იხსენებს და ამბობს, რომ „აგენტების კანონით“ გამოწვეულ პროტესტს ხელისუფლება ძალის გამოყენებით ვერ ჩაახშობს. ❌ საპროტესტო აქციების დაწყებიდან, 15 აპრილიდან 15 მაისამდე 193 ადამიანი დააკავეს ადმინისტრციული წესის დარღვევისთვის. ხოლო 9 ადამიანს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან. ❌ ჯერჯერობით არც ერთი დაკავებული პოლიციელის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ავტორები: ეკა ქევანიშვილი თომა ბეგიაშვილი -- 🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 https://www.radiotavisupleba.ge გამოგვყევი 👇🏻 Youtube-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/5ek3z4e3 Facebook-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/yc84b2x3 Instagram-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/2cb8w3wp TikTok-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/3skhv3ws Threads-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/bddphfyp

გაზიარება: