თუ გსურთ გარშემომყოფი ადამიანები გააკვირვოთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა.
თქვენგან კი მხოლოდ ერთს ვითხოვთ. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და გაააქტიურეთ ზარის ღილაკი.
#ანტრიკოტი #პასტა
გამოგვყევი:
instagram: /
facebook: / chef.cave
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?
_______________________________________
6 კბილი ნიორი დავკეპოთ მოგრძო ნაჭრებად, მოვათავსოთ ჯამში, შევკმაზოთ მარილით. დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი მოცხარის ჯემი და გადავურიოთ.
ანტრიკოტის ნაჭერი წვრილად დავსეროთ და ნიორის მედალიონები, რომელიც შევკმაზეთ მოვათავსოთ დასერილ ნაწილებში. ანტრიკოტის ნაჭერი მოვაყაროთ მარილი და პილპილი ორივე მხარეს.
ტაფა მოვათავსოთ გაზქურაზე და გავაცხელოთ ზეთთან ერთად.
ამასობაში გავფრცქვნათ 2 ღერო ნიახური, ერთი მოზრდილი სტაფილო და 4 ცალი შალოტის ტიპის ხახვი გავჭრათ შუაზე. სტაფილო და ნიაზური დავჭრათ დიაგონალურად. ყველაფერი მოვათავსოთ გახურებულ ტაფაზე და დავაკარამელიზიროთ. კარამელიზაციის მერე ინგრედიენტები დავასვენოთ და იგივე ტაფაზე მოვბრაწოთ ხორცი, ყველა მხრიდან.
ხორცის მობრაწვის შემდეგ ანტრიკოტის ნაჭერი დავასვენოთ დაფაზე, ხოლო ნამწვავს დავუმატოთ 150 გრამი თეთრი ღვინო, 250 მლ წყალი , 5 სუფრის კოვზი თევზის სოუსი, 1 სუფრის კოვზი ხამანწკების სოუსი, 1 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა, 50 გრამი კარაქი. დადუღების შემდეგ დავუმატოთ 250 მლ საქონლის ბულიონი. კარგად გახსნის შემდეგ დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი შაქარი. ამ მასით გამოვაცხობთ ხორცს ღუმელში. წამოვადუღოთ და დავასხათ ხორცს, რომელიც მოვათავსეთ საცხობ ფორმაში, გადავაფარეთ ფოლგა და შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე 30 წუთით. ამ დროის გასვლის შემდეგ ხორცი დავნამოთ თავისივე წვენით, ჩავყაროთ საცხობ ფორმაში ქლიავი და გავაგრძელოთ ცხობა 90 წუთით. საათნახევრის შემდეგ მოვხადოთ ფოლგა და შევდგათ ღუმელში 10 წუთით.
ანტრიკოტი მზადაა.
გემრიელად მიირთვით !