უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის განცხადება

18.06.2022 01:39

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალური შტაბის უფროსს ან თავდაცვის სამინიტროს შეუძლიათ, ოფიციალურად განაცხადონ რუსეთის ფედერაციასთან ომში უკრაინის არმიის საჭიროებების თაობაზე, ამიტომ ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებები ამ კუთხით შეუსაბამოა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა უკრაინულ გამოცემა „ლიგასთან“ საუბარში აღნიშნა და ამ ფორმით კომენტარი გააკეთა განცხადებაზე, რომელიც მანამდე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა გააკეთა. პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მხოლოდ პარიტეტისთვის, უკრაინის თავდაცვის ძალებს სჭირდებათ 1 000 ერთეული 155 მმ-იანი ჰაუბიცა, 300 ერთეული რეაქტიული სარაკეტო სისტემა და 500 ერთეული ტანკი. დანილოვის თქმით, იგი არ ეთანხმება ასეთ გამოთვლებს და მას არ ესმის, რატომ აკეთებს პოდოლიაკი ასეთ განცხადებებს. „ის გენერალური შტაბის წარმომადგენელია? არ მესმის, რატომ არის ის ახლა ჯარის ხმა“, – დაამატა დანილოვმა. ამასთან, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა კომენტარი გააკეთა ზოგიერთი ადგილობრივი სახელმწიფო წარმომადგენლის განცხადებაზე უკრაინის ცოცხალი ძალების დანაკარგებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ თემით ჟონგლიორობა არ შეიძლება. „მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო იმ ფიგურებს, რომლებიც ამბობენ, რომ ფრონტზე ყოველდღიურად 200, 300 ან მეტი ადამიანი იღუპება. ზოგმა 1 000-ზე მეტიც კი თქვა. ამით ჟონგლიორობა არ შეიძლება. ეს ბოულინგი და ცირკი არ არის. ეს ხალხის ცხოვრებაა“, – განაცხადა დანილოვმა. ამ განცხადებით იგი უკრაინის რადაში მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერს, დავით არახამიას გამოეხმაურა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უკრაინის ყოველდღიური დანაკარგი დონბასში მნიშვნელოვნად გაიზარდა – დაიღუპა ან დაშავდა 1 000-მდე ჯარისკაცი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გიორგი ანთაძის კომენტარი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებაზე.
02:14

გიორგი ანთაძის კომენტარი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თა...

Geocase Official

გაერო-ს უშიშროების საბჭოს განცხადება
01:14

გაერო-ს უშიშროების საბჭოს განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება
00:41

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება - გამოხმაურება თბილისში
04:39

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება - გამოხმაურება...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის განცხადება და გამოხმაურება
02:23

ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის განცხადება და გა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება
00:42

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
06:52

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება უკრაინაში
01:17

ვითარება უკრაინაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო