გაერო-ს უშიშროების საბჭოს განცხადება

07.05.2022 01:14

უკრაინაში ომის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭომ თავისი პირველი განცხადება გამოაქვეყნა. განცხადება გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების შესახებ და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს „დავის“ მშვიდობიანი გადაწყვეტის მცდელობაში. „უშიშროების საბჭო შეგახსენებთ, რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ, გაერო-ს წესდების თანახმად, აიღო ვალდებულება, მოაგვაროს თავისი საერთაშორისო დავები მშვიდობიანი გზით. უშიშროების საბჭო გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას გენერალური მდივნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევის მიმართ,“- აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების დამტკიცებას გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭომ პირველად ერთხმად ისაუბრა უკრაინაში მშვიდობისთვის. „მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, რათა გააჩუმოს იარაღი და დაიცვას გაერო-ს ღირებულებები,“ - წერს გუტერეში „ტვიტერში“. შეგახსენებთ, რუსეთმა, რომელიც ვეტოს უფლებით სარგებლობს, უშიშროების საბჭოს მიერ განცხადების მიღების ყველა წინა მცდელობა შეაჩერა. საბჭოს რეზოლუციის მისაღებად საჭიროა ცხრა წევრის მხარდაჭერა და ასევე ის, რომ შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ვეტოს უფლება არ გამოიყენონ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება
03:17

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება
01:10

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება - პოლიტიკოსების შეფასება
01:44

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება - პოლიტ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნების განცხადება
00:28

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნების განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნების განცხადება
04:11

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნების განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჟოზეფ ბორელის განცხადება
00:47

ჟოზეფ ბორელის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა
00:34

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაეროს 78-ე ასამბლეა
00:59

გაეროს 78-ე ასამბლეა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო