გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება
12 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან და გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა - დახურულ შეხვედრაზე აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საბჭოს წევრებმა მოისმინეს გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის, მიროსლავ იენჩას მოხსენება. შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, რომელსაც ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს, ასევე ახალი წევრების, ნორვეგიისა და ირლანდიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსთან დაკავშირებით, ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და ირლანდიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. განცხადების ავტორები წუხილს გამოთქვამენ იმ მცირე პროგრესის გამო, რომელიც კონფლიქტის გადასაჭრელად, 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების შემდეგ იქნა მიღწეული. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის შეიარაღებული ძალების განგრძობადი ყოფნა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს“ - ნათქვამია განცხადებაში. ასევე, განცხადების ავტორები შეშფოთებას გამოხატავენ ბორდერიზაციის გამო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება - პოლიტ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების მხარდამჭერი განცხად...
ამერიკის ხმა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანტონიო გუტერეშის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster