რუსეთის პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შეფასებები
საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან 13 წლის თავზე, რუსეთს საერთაშორისო საზოგადოებამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობა დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა. კრემლის მხრიდან მომდინარე უწყვეტი პროვოკაციების ფონზე, რუსეთ -საქართველოს კონფლიქტის საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე განიხილეს. უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნები ერთობლივ განცხადებაში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ და რუსეთს მოუწოდებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალები გაიყვანოს. მკაფიო საერთაშორისო გზავნილების მიუხედავად ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკა უცვლელია. რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ მხარი დაუჭირა ე.წ. შეთანხმების პროექტს ცხინვალის რეგიონთან, რომელიც ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას ითვალისწინებს. გადაწყვეტილებას რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს ოფიციალური თბილისი. ქვეყნის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის მორიგ უკანონო ქმედებაზე საქართველოს პარტნიორების პოზიცია ერთიანია და დასავლური სამყარო ფაქტს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად აფასებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 18 აპრილი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 21 სექტემბერი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განცხადებები ევროსაბჭოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეფასებები ჟენევის მოლაპარაკებების 47-ე რაუნდზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაერო-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუც...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - გამოხმაურება თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 30 სექტემბერი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster