სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში - შეფასებები

19.04.2022 04:08

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშს პოლიტიკური სპექტრი აფასებს. ოპოზიციის ერთი ნაწილი უწყების მუშაობას არ ენდობა და აცხადებს, რომ უსაფრთხოების კუთხით წარმოდგენილ გამოწვევებზე ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. მმართველი გუნდი ანგარიშს დადებითად აფასებენ. დოკუმენტში მთავარ გამოწვევად ისევ ოკუპაცია და რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები, ასევე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დესტრუქციული მოქმედებები სახელდება. ცხინვალისკენ მიმავალი გადასასვლელების ჩაკეტვა, მოქალაქეების გატაცებები, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საქმეები, ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა - ვრცელი ანგარიში სწორედ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს ეხება. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ - „ჰესების მოწინააღმდეგეთა აქციები გასცდა სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები სხვადასხვა სახის სადაზვერვო ღონისძიებების განსახორციელებლად ცდილობდნენ აქტიურად გამოეყენებინათ საკუთარ ქვეყნებში მოქმედი პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფონდების შესაძლებლობები“. – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში - შეფასებები
06:19

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, 18 აპრილი, 2022 #LIVE
01:01:30

#მოამბე 21 საათზე, 18 აპრილი, 2022 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სუს-ის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები
02:00

სუს-ის ანგარიში - პოლიტიკური შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ტერორიზმის შესახებ
05:49

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ტერორიზმის შესახებ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
04:12

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში
01:13

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში
01:13

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში
04:46

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო