ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის განცხადება და გამოხმაურება

16.08.2023 02:23

უკრაინა შეიძლება გახდეს ნატოს წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ, - განაცხადა ალიანსის გენერალური მდივნის ოფისის დირექტორმა. „მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანება“, - განაცხადა სტიან იენსენმა.   ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, როდის და რა პირობებში სურს რუსეთთან მოლაპარაკება. „ტერიტორიის გაცვლა ნატოს ქოლგაზე? უცნაურია“, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებას. მიხაილ პოდოლიაკმა მკაცრად გააკრიტიკა განცხადება, რომლის მიხედვითაც ალიანსის წევრობა ნიშნავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის თქმას. „ეს ნიშნავს რომ, მიზანმიმართულად წავიდეთ დემოკრატიის დაკარგვაზე, გლობალური კრიმინალის წახალისებაზე, რუსეთის რეჟიმის შენარჩუნებაზე, საერთაშორისო სამართლის განადგურებასა და ომის სავალდებულო გადაცემაზე სხვა თაობებისთვის“, – წერს პოდოლიაკი. მისივე თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არ განიცადა გამანადგურებელი მარცხი, ომი აუცილებლად დაბრუნდება და გაგრძელდება. „სრულიად მიუღებელია საუბარი უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინის ზოგიერთ ტერიტორიაზე უარის სანაცვლოდ“, – ეს კი  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებაა. ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, ნატოს ოფიციალური პირების ჩართვა ნარატივის ფორმირებაში, მხოლოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო. „ყოველთვის ვარაუდობდნენ, რომ ალიანსი, ისევე როგორც უკრაინა, არ ვაჭრობს ტერიტორიებით“, - წერს ნიკოლენკო სოციალურ ქსელში. ნატოს მაღალჩინოსნის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნისთვის. „ეს ძალიან უცნაური წინადადებაა“, - განაცხადა ალექსეი დანილოვმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

უკრაინა-ნატო და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი
05:29

უკრაინა-ნატო და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში შექმნილ ვითარებას ეხმაურება

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში შექმნილ ვითარებას ეხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინტერვიუ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან
01:44

ინტერვიუ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნატო ს გენერალური მდივნის პასუხი საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე
00:58

ნატო ს გენერალური მდივნის პასუხი საქართველოს პირველი არხის ჟ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება
01:25

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯეიმს აპატურაი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს
07:27

ჯეიმს აპატურაი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნატო-ს გენერალური მდივნის პოლიტიკური გზავნილები
04:54

ნატო-ს გენერალური მდივნის პოლიტიკური გზავნილები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება
01:36

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო