ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში შექმნილ ვითარებას ეხმაურება
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სოფელ გუგუტიანთკარში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება. ჯეიმს აპატურაი საოკუპაციო ძალების მიერ მათულხლართების აღმართვას უკანონოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ქმედებები ქმნის დამატებით სირთულეებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. „საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დეფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ქართულ სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების ინსტალაცია და გადაადგილება. ეს ქმნის დამატებით სირთულეებს, რადგან ადამიანებს თავიანთ მიწას, ოჯახებისა და მეგობრებისგან წყვეტს. ეს ასევე არის უკანონო. ნატო კვლავ მოუწოდებს ამ საქმიანობის შეწყვეტას და გაუქმებას. ნატო აღიარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ჯეიმს აპატურაი „ფეისბუქში“. ბორდერიზაციის პროცესი დაგმო ესტონეთის პრეზიდენტმაც. კერსტი კალულაიდი ტვიტერში წერს: „დღეს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა კიდევ ერთხელ დავუდასტურო, რომ ესტონეთი გმობს ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას ბოროტების ხაზზე საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ნაწილების ოკუპაციას არ დაივიწყებს“,- განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჯეიმს აპატურაი
Mtisambebi / მთის ამბები
ჯეიმს აპატურაი
GEORGIA zonanewsvideo
ჯეიმს აპატურაი - მჯერა, რომ მომავალ წელს ქართველი ხალხი იხილ...
PalitraNews
ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯეიმს აპატურაი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯეიმს აპატურაი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალ...
TV IMEDI
ჯეიმს აპატურაი - ნატო შეშფოთებულია ძალადობის იმ ფაქტებით, რო...
PalitraNews
"ორ რეგიონზე მეხუთე მუხლის გავრცელების გარეშე ნატოში გაწევრი...
Maestro Television