ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება


ნატო-ს კარი ღიაა. საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ წევრებისათვის ქვეყნებმა ნატო-ს სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ.  ასევე კითხვებზე, რატომ ვერ მიიღეს საქართველომ და უკრაინამ „წევრობის სამოქმედო გეგმა“, და შეძლებდა თუ არა რუსეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, უკრაინა ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, - სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა ალიანსის უმთავრესი პასუხისმგებლობაა. ამასთან, სტოლტენბერგის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა, რომელთაც ნატო-ს წევრობა სურთ, ამისათვის ძალისხმევა არ დაიშურონ.



ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან