ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება

21.10.2020 01:05

საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან, - ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს ორი ქვეყანა ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, რადგან ისინი ალიანსის მისიებში მონაწილეობენ, ხოლო შავი ზღვა ალიანსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია. ნატო-ს გენერალური მდივნის პრესკონფერენცია ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ეძღვნებოდა, რომელიც 22-23 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: