მარნეულის საკრებულომ ერთი წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა

12/27/2018
Municipality of Marneuli-ის მიერ

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე, მიმდინარე წლის ბოლო სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

საკრებულოს წლის ანგარიშს, ადგილობრივი მედია საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, სხდომაზე მყოფ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა და საკრებულოს წევრებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და გაწეული მუშაობისთვის.

საკრებულოს შემაჯამებელ სხდომაზე,თავმჯდომარემ, მარნეულის ტელევიზიას, მადლობის სიგელი გადასცა 2018 წელს საკრებულოს საქმიანობის ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებისთვის.

საკრებულოს სახელით, ასევე მადლობის სიგელი გადაეცა არასამთავრობო ორგანიზაცია „ დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარეს ოლგა ენდელააძეს, აქტიური თანამშრომლობისთვის.

ცნობისთვის სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხზე იმსჯელეს.

http://marneuli.gov.ge/sakrebulos-sxd...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან