მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

12/10/2017
Municipality of Marneuli-ის მიერ

8 დეკემბერს, მარნეულის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა, სადაც დღის წესრიგით გათვალიწინებული საკითხები განიხილეს(ვრცლად იხ.ლინკი).

საკრებულოზე განსახილველი საკითხები შეეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობებში ცვლილებების შეტანას; მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 ნოემბრის N03/13168 წერილის განხილვას; ქალაქ მარნეულში, გამსახურდიას ქუჩა N5–ში მცხოვრები მოქალაქე ქამრან კირიაკოვის განცხადებას; მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 07 დეკემბრის N03/13586 წერილის განხილვას; მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის #1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანას; ააიპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა“–ს 2017 წლის კორექტირებული ხარჯთაღიცხვის დამტკიცებას; ააიპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა–ბაღების გაერთიანება სკოლამდელი აღზრდის ცენტრი–ს“ 2017 წლის კორექტირებული ხარჯთაღირცხვის დამტკიცებას; შპს „მარნეულის სოფწყალი–ს 2017 წლის კორექტირებული ხარჯთაღიცხვის დამტკიცებას და შპს „მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკი“–ს 2017 წლის კორექტირებული ხარჯთაღიცხვის დამტკიცებას. საკრებულომ, სხდომაზე წარდგენილი საკითხები დადებითად გადაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ სხდომაზე განსახილველად წარდგენილი საკითხებიდან მომდევნო საკრებულოს სხდომისთვის გადაიდო შემდეგი საკითხები: ფრაქციების დაფუძნების შესახებ და შ.პ.ს. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკი“–ს 2017 წლის 22 ნოემბრის N99 წერილის განხილვა.

სხდომას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მერიის სამსახურის უფროსები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, ააიპ და შპს–ების ხელმძღვანელები და დაინტერესებული მოქალაქეები.

ვრცლად იხილეთ: http://marneuli.gov.ge/…/1731-marneul...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან