მარნეულში ევროპის დღე აღინიშნა
3 ნოემბერს, მარნეულში „ევროპის დღე 2018“ აღინიშნა. ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივითა და მარნეულის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდა. დღევანდელი ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. ქალაქ მარნეულის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია ერთი დღით „ევროსოფელად“ გადაიქცა, სადაც წარმოდგენილი იყო ევროპის მრავალფეროვნება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში ჩართულიყვნენ ინფორმაციულ, გასართობ და შემეცნებით აქტივობებში და ევროკავშირში ემოგზაურათ. ღონისიძიება ასევე, დატვირთული იყო საოჯახო გასართობი აქტივობებით, თამაშებით და წარმოდგენებით. მოეწყო კულტურული წარმოდგენები, სპორტული თამაშები და გათამაშდა პრიზები. დღევენდელ ღონისძიებაზე მოსული სტუმრები გაეცნენ ევროკავშირის ისტორიას და მიეწოდათ ინფორმაცია თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, ქვემო ქართლის გუბერნატორთან შოთა რეხვიაშვილთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ზაურ ტაბატაძესთან ერთად ოფიციალურად გახსნა. მათ დამსწრე საზოგადოებას დღევანდელი დღე მოულოცეს და ევროკავშირის მნიშვნელობასა და სიკეთეებზე ისაუბრეს. დღესვე, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მოინახულა ის პროგრამები და პროექტები, რაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ქვემო ქართლში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები. ევროპის დღე ყოველ წელს აღინიშნება, 9 მაისის „შუმანის დეკლარაციის“ იუბილესთან დაკავშირებით. ამ დღეს, 1950 წელს, რობერტ შუმანმა (იმ დროისთვის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა) გააჟღერა იდეა, რაც ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შექმნას გულისხმობდა. ქვანახშირისა და ფოლადის მარაგების გაერთიანების შედეგად გამოირიცხებოდა ევროპის ხალხთა შორის ომის და დაპირისპირების ალბათობა. ომის თავიდან აცილების მიზნით ქვეყნების გაერთიანებამ საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ ევროკავშირს. დღეს ევროკავშირი 28 სახელმწიფოს და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს და უკვე 60 წელია ევროპაში მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია. წლევანდელი ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს. აღნიშნული თემა მიესადაგება ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს, რომელიც 2018 წელს აღინიშნება. http://marneuli.gov.ge/siaxleebi1/208...
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
ევროპის დღე 2018, მარნეულში
TV 25
ევროპის დღე - 2018, მარნეული
guriatv
მინი ფეხბურთის ჩემპიონატი მარნეულში
Municipality of Marneuli
მარნეულში სპორტული ღონისძიებები აქტიურად მიმდინარებს
Municipality of Marneuli
მარნეულში №1 საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყო
Municipality of Marneuli
მარნეული ევროპის სპორტის კვირეულს შეუერთდა
Municipality of Marneuli
გამოხმაურება დმანისში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობისადმი მიძღვნილი ტურნირ...
Municipality of Marneuli