ახალი კორონავირუსი - გავრცელების მაჩვენებელი

06.04.2020 12:44

დღის განმავლობაში ამ წუთამდე კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. 188 ინფიცირებული, 39 გამოჯანმრთელებული, ორი გარდაცვლილი - ასეთია ბოლო მონაცემი. „კოვიდ 19“-ის გადადების ახალი ფაქტები დაფიქსირდა სამედიცინო პერსონალს შორის. თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ორი სანიტარი, სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდნენ. კარანტინშია ქუთაისის სასწრაფო დახმარების ერთი ბრიგადაც, რადგან ბრიგადის ერთ-ერთი ექიმის დედის ტესტის პასუხი დადებითია. სპეციალური ზომების მიღება გახდა საჭირო საჩხერის კლინიკაშიც. ერთ-ერთი ინფექციონისტის ინფიცირების გამო, საავადმყოფოს 30 თანამშრომელი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ეროვნული ბანკიც - „კოვიდ 19“ ბანკის 16 თანამშრომელს აღმოაჩნდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მძიმეა ათამდე პაციენტის მდგომარეობა. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკის ზრდაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო