კალმახი მჭადში | ლევან კობიაშვილი

08/09/2021
Taste Corporation-ის მიერ

📣 მოდით, ის მარტივად და იდეალურად შერწყმული კულინარიული კომბინაციები გავიხსენოთ, როგორიცაა მაგალითად კიტრი და პომიდორი, ბადრიჯანი და ნიგოზი, მჭადი და ყველი..
🙋‍♂️ თუ შეიძლება, კიდევ ერთს დავამატებთ: კალმახი მჭადში. 🐟
კი, თევზიც მარტივად ჩაეტევა მჭადში, თუ კი ეს დუეტი, შენთვისაც მადისაღმძვრელია. 😋

გამოგვყევი:
instagram:   / ​​  
facebook:   / chef.cave​​  
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​

​​ #​​​​კალმახი #მჭადი #თევზი #შეფქეივი #კულინარია #რეცეპტები #ლევან კობიაშვილი

ინგრედიენტები:
• კალმახი
• ქინძი
• ლიმონი
• ნიორი
• კარაქი
• მწვანე აჯიკა
• მჭადის ფქვილი
• ხორბლის ფქვილი
• სვანური მარილი
• მაწონი
• დაფქვილი დარიჩინი

მომზადების წესი:
დავიწყოთ სიმინდის ფქვილის მოზლვით.
(რომ არ დაგვისკდეს გამოცხობისას, 1 კილოზე დავამატოთ 200 გრამი ხორბლის ფქვილი. დავუმატოთ წყალი და დავიწყოთ მოზელვა).
შემდეგ, ჩოპერში დავაბლენდეროთ ქინძი, ორი კბილი ნიორი, მწვანე აჯიკა, ნახევარი ლიმნის წვენი, ცოტაოდენი კარაქი(კუბიკებად დაჭრილი) და ერთი დიდი მწიკვი სვანური მარილი.
ამის შემდეგ, კალმახი გამოვტენოთ გულსართით და ასევე, ზემოდანაც გადავუსვათ.
მოზელილ მჭადის ცომს მივცეთ ფორმა, გულსართით გატენილი კალმახი მოვათავსოთ შიგნით და შევდოთ ღუმელში, 230 გრადუსზე 30 წუთით.

სოუსი:
დაგჭირდებათ: მაწონი, დაფქვილი დარიჩინი, მწვანე აჯიკა და სვანური მარილი.
აურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთში და სოუსიც მზადაა.
შეგვიძლია სერვირებაზე გადავიდეთ.

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან