GEMFest-დან წუხელ ზუგდიდის საავადმყოფოში 6 ადამიანი შემოიყვანეს

08/04/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში GEMFest-დან წუხელ 6ადამიანი უგონო მდგომარეობაში გადმოიყვანეს. საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, ანაკლიის ტერიტორიიდან პაციენტები დაუზუსტებელი ნივთიერების ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით შემოიყვანეს.
„ 4 მათგანი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მათი მდგომარეობა დინამიკაში არის გაუმჯობესებული. მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. რა ნივთიერებაზეა საუბარი, ამას შესაბამისი ორგანოები დაადგენენ“, - უთხრა ჟურნალისტებს სულხან ორჟონიამ.
რაც შეეხება მართვით სუნქვაზე მყოფ 29 წლის მამაკაცს, ორჟონიას ცნობით, მისი ჯანრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაშია გადაყვანილი.

მისივე ინფორმაციით, გასული ორი ღამის განმავლობაში ანაკლიიდან ერთი და იმავე დიაგნოზით რეფერალურ საავადმყოფოში 8 ადამიანი მოათავსეს, მათგან ერთი, 22 წლის გოგონა გარდაიცვალა.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან