საქართველოში ბატატის მოყვანა დაიწყო

23.05.2019 05:18

81 წლის ბიოლოგს, შოთა ერიაშვილს, ბატატის ნერგები ლაგოდეხში, საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში აშენებულ სათბურში გამოჰყავს. სათესლე მასალა, რომელიც უკრაინიდან გამოიწერა, უკვე დანერგილი აქვს და მას ღია გარემოში რამდენიმე დღეში გადაიტანს. წელს 2 ჰექტარ ფართობზე მოჰყავს. ამბობს, რომ თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა და კარგი ამინდიც იქნა, დაახლოებით 60-დან 80 ტონამდე მოსავალს მიიღებს. შალვა ერიაშვილის „ბატატის მოყვანის ინოვაციური პროექტი“ ევროკავშირის მხარდაჭერით, ქეა ავსტრიის მიერ ხორციელდება. #ლაგოდეხი #ინოვაცია #რადიოჰერეთი #ახალგაზრდული_ჩართულობის_ცენტი #CARE #ENPARD #LAG

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო