მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი
საქართველოში მოსამართლეთა დანიშვნების გაგრძელების გამო, შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოს გათვალისწინებული დახმარება შეუჩეროს. ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა, საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობაა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის. განცხადების თანახმად, ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია. დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად, უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად, გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში. მანანა დევაძე დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი - პოლიტიკოსების განცხადებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი არ გადაიხედება
TV IMEDI
მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი
ობიექტივი
რა საკითხებს განიხილავენ მთავრობის სხდომაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დასავლეთის არაობიექტური პოლიტიკა საქართველოს რუსეთისკენ უბიძ...
Leguna Kheveli
მოსამართლეების დანიშვნის საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster