მარნეულში ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა

09/29/2021
Municipality of Marneuli-ის მიერ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში მრავალპროფილური სპორტული კომპლექსი გაიხსნა.
სპორტული კომპლექსის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 841 698 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში ორ სართულიან შენობაში, განთავსდა სპორტული დარბაზი ტრიბუნებით, სატრენაჟორო, გასახდელები, მედ პუნქტი და ადმინისტრაციული ოთახი.

ინტერიერი საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის მიერ ნაჩუქარი, თანამედროვე სტანდარტების კრივის რინგით და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მიერ შეძენილი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა. დაგეგმილია ბატუტის, კრივის და ძიუდოს სპორტის სახეობების განვითარება.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, მერიის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რწმუნებულის მოადგილე - გიორგი შინჯიკაშვილი, პარლამენტში გარდაბნისა და მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სავალან მირზოევი, საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცის, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის და საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები.





https://marneuli.gov.ge/siaxleebi1/27...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან