რუხში ინგლისური ენის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
04/01/2019
Radio Atinati-ის
მიერ
რუხის საზოგადოებრივ ცენტრში კონკურსის „დებატები გენდერის თემაზე“ ფინალი და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიება ბრიტანეთის საბჭოს მიერ, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, „ინგლისური ენა თემისთვის“ ფარგლებში მოეწყო.
ფინალში ერთმანეთს ორი გუნდი შეეჯიბრა. გამარჯვებული გუნდის თითოეული მოსწავლე, ასევე მათი მენტორი მასწავლებელი, ლეპტოპით დაჯილდოვდა. ნახევარფინალისტებს წიგნის მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ.
პროექტის „ინგლისური ენა თემისთვის’’ პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
პროგრამა სამი კომპონენტისგან შედგება: ინგლისური ენის კლუბები, რომლებიც 2018 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს ტყვიავისა და რუხის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრებში, პედაგოგების ,,ცვლილებების გამტარებლებად’’ გადამზადება და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული ექსპერტის მიერ მასტერ-ტრენერების მომზადება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრებში მოქმედი ინგლისური ენის კლუბები აღჭურვილია ინგლისური ენის სწავლებისთვის აუცილებელი რესურსით და ტექნიკით. ასევე, აქ ტარდება კლუბური მეცადინეობები, ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა. კლუბებით სარგებლობა ასევე შეუძლიათ მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებსა და ინგლისური ენის მასწავლებლებს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...