ღირსეული პასუხი ერთ გაურკვეველი წარმოშობის ქართველს- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე _ ხულოელებს
05/24/2019
აჭარა ენმ / Adjara unm-ის
მიერ
„ჩემი ხულოელების დემოკრატიული და ღირსეული პასუხი ერთ გაურკვეველი წარმოშობის „ქართველს“- ეს სტატუსი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სტატუსის ბოლოს ჰეშთეგით ცესკოს სლოგანიც იყო მითითებული. ფეისბუქ - პოსტი შავაძემ გამოქვეყნებიდან მალევე წაშალა.
თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვები გააჩინა. დაარღვია თუ არა კანონი ცესკოს წარმომადგენელმა? საიაში ამბობენ, რომ ზემდგომმა ორგანომ, ანუ ცესკომ აუცილებლად უნდა დაიწყოს საკითხის მოკვლევა, რადგან საკითხი შეიცავს პოლიტიკური მიკერძოების ნიშნებს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს პოსტთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს. ციალა შავაძე კი სატელეფონო კომენტარით შემოიფარგლა. ამბობს, რომ ეს პოლიტიკური სტატუსი არ იყო.
განმარტავს, რომ ეს იყო პასუხი შეურაცხყოფაზე, რომელიც ხულოსთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთდა. იგულისხმა თუ არა მან „გაურკვეველი წარმოშობის „ქართველში“ მიხეილ სააკაშვილი არ დააკონკრეტა. ცნობისთვის, ციალა შავაძე არჩევნების დღეს ხულოში ცესკოს წარმომადგენელი იყო ყველა დონის ადმინისტრაციაში.
#ციალაშავაძე #ცესკო