ზუგდიდში კანალიზაციის სისტემის მოწყობაზე 84 მილიონი ლარი დაიხარჯება
ქალაქ ზუგდიდში უახლოეს მომავალში წყალარინების ქსელის მშენებლობა დაიწყება. პროექტი სატუმბი სადგურის მშენებლობასა და 178 კმ წყალარინების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. მშენებლობისთვის 84 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, რომელიც აზიის განვითარების ფონდმა გამოყო. პროექტი 2019 წლის ოქტომბერში დასრულდება. ქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ გერმანული სამშენებლო კომპანია ,,Ludwig Pfeiffer“, რომელიც აღნიშნულ პროექტს განახორციელებს, მოსაკრებლისგან გათავისუფლდება. აღნიშნულ საკითხს საკრებულოს მხოლოდ ერთმა წევრმა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა და ამჟამად დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბათლომე შელიამ არ დაუჭირა მხარი. მისი თქმით, მოსაკრებლის გაუქმებაზე თანხმობის გაცემით, ადგილობრივმა ბიუჯეტმა 170 ათას ლარით იზარალა. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ ზუგდიდელებს წყალარინების ქსელის მოწყობის დაფინანსება მიულოცა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისთვის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ,,Ludwig Pfeiffer“-ს წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მშენებლობის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. კომპანიის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორის არის გერმანიაში, დრეზდენის სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა, საფრანგეთში, ვერსალის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია და მრავალი სხვა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ინგირში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს
Radio Atinati
დევნილების მოთხოვნები და სამინისტროს პასუხი
Radio Atinati
TI- ის სამოქალაქო საბჭოების მიერ გამოვლენილი საჭიროებები წარ...
Radio Atinati
კანალიზაციის პრობლემა ზუგდიდში
Livepress. ge
ზუგდიდში დევნილებმა აქცია გამართეს
Radio Atinati
დევნილები ზუგდიდის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
Radio Atinati
ჩიქობავას ქუჩის მოსახლეობამ სხვადასხვა მოთხოვნით გზა გადაკე...
Radio Atinati
შეხვედრა ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster