დევნილები ზუგდიდის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში ამბობენ, რომ ახლადაშენებულ კორპუსებში კანალიზაციის მილები დაზიანებულია და დაბინძურებული წყალი ჟონავს. მათივე თქმით, სარდაფი ჩამონაწური წყლით არის სავსე, რის გამოც ირგვლივ ანტისანიტარია. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. „დაგვპირდნენ, რომ კალიზაციის პრობლემას მოგვიგვარებდნენ. მოიტანეს გიფსოკარდონი ააკრეს ჭერზე, მაგრამ მილებიდან, რომ წყალმა გაჟონა ჩამოიყარა ისიც. რამდენჯერ მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება“, - ამბობს ნენე სიჭინავა. ადგილზე იმყოფებაოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე ანა წითლიძე. მისი თქმით. აღნიშნული პრობლემის მოგვარება მერის გიორგი შენგელიას წინა საარჩევნო დაპირება იყო, რაც მან არ შეასრულა. „ასე ასრულებს "ქათული ოცნება" საარჩევნო დანაპირებს. ახლახან იყო შუალედური არჩევნები ზუგდიდში, აქ პირადად იმყოფებოდა მერობის კანდიდატი, რომელიც ამ ადამიანებს პრობლემების მოგვარებას შეჰპირდა. აქ თითქმის ყველა კორპუსში ასეთი მდგომარეობაა. გახეთქილია კანალიზაცია და არის ანტისანიტარია. დაზიანებულია შენობები, აწვიმს კორპუსებს. მიუხედავად დაპირებისა ამ ხალხმა ექვსი თვის განმავლობაში ვერ მოახერხა მერთან შეხვედრა“, - ამბობს წითლიძე. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დევნილები ახალ დასახლებაში ბაგა-ბაღის აშენებას ითხოვენ
Radio Atinati
დევნილებმა დასახლებებში საბავშვო ბაღების აშენების პირობა მიი...
Radio Atinati
ურთიერთბრალდებები და მოქალაქეები ხმაურიან საკრებულოს სხდომაზ...
Radio Atinati
დევნილებმა ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლის პროტესტის...
Radio Atinati
„ათინათის“ ორგანიზებით ინოვაციური „მხიარული სტარტები“ გაიმარ...
Radio Atinati
წყალკანალმა დევნილებს წყლის ვარგისიანობის შესახებ ახალი დასკ...
Radio Atinati
ზუგდიდში დევნილებისთვის ბინების განაწილება კენჭისყრის პრინცი...
Radio Atinati
გადარჩენილი მოზარდის მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster