დევნილებმა დასახლებებში საბავშვო ბაღების აშენების პირობა მიიღეს
დღეს ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. დევნილებმა მერისგან სკოლამდელი დაწესებულების აშენებასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია მოისმინეს. ირაკლი გოგოხიას განცხადებით, ქალაქის მერიამ თანამედროვე სტანდარტების ბაღის ასაშენებლად საჭირო ტერიტორია უკვე გამოყო. „ამ ეტაპზე ჩვენი ვალდებულება შესრულებული გვაქვს და ველოდებით დონორებს. ალბათ, რამდენიმე თვეში ლაღიძისა და ბარამიას ქუჩებზე დევნილთა დასახლებებთან ახლოს დაიწყება ბაღების მშენებლობა“, - თქვა გოგოხიამ. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტს სრულად ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დააფინანსებს. დევნილთა დასახლებაში არსებული სათემო ორგანიზაცია „ერთსულოვნების“ წარმომადგენლის კახა ჯინჯოლიას თქმით, მათ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან სრულყოფილი პასუხი მიიღეს. „ორი წელია, ამ დასახლებაში ვცხოვრობთ და დღეს მივიღეთ დადებითი პასუხი საკითხთან დაკავშირებით. როგორც იქნა, ჩვენი ბავშვები მიიღებენ სკოლამდელ განათლებას. მადლობა მერს და ყველას ამისთვის“, - აღნიშნა ჯინჯოლიამ. დღევანდელ შეხვედრას, რომელიც ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციისა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ცნობისთვის, დევნილები ახალ დასახლებაში მცხოვრები ბავშვებისთვის საბავშვშო ბაღის აშენებას ითხოვენ. აღნიშნულ დასახლებაში დარეგისტრირებულია 98 ბავშვი, რომელსაც სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა არა აქვთ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
Radio Atinati
CHCA-მ ზედაეწერის დევნილთა კოლექტიური ცენტრის მცხოვრებლებს მ...
Radio Atinati
დევნილების დასახლებაში სკოლისა და საბავშვო ბაღის
TV 25
დევნილები ბავშვთა დაცვის დღეს საბავშვო ბაღს ითხოვენ
Radio Atinati
შეხვედრა მცხეთაში მცხოვრებ დევნილებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გლდანში დევნილების საცხოვრებელი კორპუსი “თვითიზოლაციაში” რჩე...
რადიო თავისუფლება
დევნილმა ქალებმა დასახლებებში ტრენინგების ჩატარება დაიწყეს
Georgian Media Group
საინფორმაციო კამპანია დევნილთა დასახლებებში
Radio Atinati