პროკურატურა 10 სექტემბერის ფარული აუდიოჩანაწერის სრული ვერსიას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული ფარული ჩანაწერის სრულ ვერსიას ავრცელებს. უწყების განცხადებით, საუბარია 10 სექტემბერს საპატიმროში გაკეთებულ აუდიოჩანაწერზე, რომელიც ჯამში 3 საათამდე ხანგრძლივობისაა. პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში მირზა სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძესთან, დავით ცუხიშვილთან და საკუთარ მამასთან საუბრობს. პატიმრობაში მყოფი საუბრის დროს იხსენებს სხვადასხვა გახმაურებული საქმეების ეპიზოდებს, მათ შორის ახსენებს ბაჩო ახალაიას, რომელთანაც მისი თქმით, სასჯელაღსრულების უწყებაში მუშაობისას, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე პირადად შეიყვანა. სუბელიანი საუბრისას რამდენჯერმე ახსენებს იმ კომპრომატებს, რომელიც მას ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს, რომლითაც თავი დაიზღვია და რომლის გავრცელებამაც შესაძლოა, ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნას. ჩანაწერებში სუბელიანი თავს პოლიტპატიმარს უწოდებს. პროკურატურის ინფორმაციით, ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც უწყებამ გაავრცელა, მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათიდან ერთ-ერთია და სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მთავარი პროკურატურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი შაქარაშვილის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ე.წ. „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე ზ.ა. და დ.ჭ. დამნაშა...
საქართველოს პროკურატურა
ციხის კადრების“ საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა დამნა...
MULTIMEDIA GE
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსჯელობა ბუტა რობაქიძის საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურამ ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, 9 პირს ბრალდება წა...
საქართველოს პროკურატურა
ირაკლი ჩილინგარაშვილი
საქართველოს პროკურატურა