მთავარი პროკურატურის განცხადება
ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებასა და ვრცელ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს მთავარი პროკურატურა. პროკურატურა ასაჯაროებს 2018 წლის 10 სექტემბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც, უწყების ინფორმაციით, მოქალაქე ი.პ-ისგან ამოღებული მეხსიერების ბარათიდან ერთ-ერთია და, სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი. პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალა თითქმის სამსაათიანია და ამ ჩანაწერშიც მთავარი ფიგურანტები მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და გიორგი ცუხიშვილი არიან. პროკურატურის ინფორმაციით, ფარული აუდიოჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, უკვე გამოკითხულები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ., ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, მან კითხვების ნაწილის პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მთავარი პროკურატურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავარი პროკურატურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პური და სანახაობა და მთავარი პროკურატურის განცხადება
TV Pirveli
ხელისუფლება VS პატარკაციშვილი 2006-2008
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკოსების შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურის განცხადებას ოპოზიციური პარტიის წევრები ეხმაურებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster