პროკურატურის განცხადება


ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის ფაქტებზე ბრალი კიდევ ხუთ პირს წარედგინა. გამოძიების ინფორმაციით, 5 და 6 ივლისს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ბრალდებულები ტელეკომპანია „მთავარი არხის“, „ტვ პირველისა” და „პალიტრანიუსის“ წარმომადგენლებს ფიზიკური ძალადობითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ. ამ დროისათვის, ივლისის მოვლენების საქმეზე ბრალი ჯამში რვა პირს აქვს წარდგენილი. დაზარალებულად კი ცნობილია 25 პირი, მათ შორის 19 ჟურნალისტი და ოპერატორი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან