პროკურატურამ ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, 9 პირს ბრალდება წარუდგინა
22 სექტემბერს „გრინსერვის+“-ის ქვეკონტრაქტორი კომპანიის „ნიუ მეტალ დიზაინის“ მიერ დაქირავებული ხელოსნები მივიდნენ ვაკის პარკში - ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება სამუშაოების მიმდინარეობისას, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს "გრინსერვის +"-ის სამუშაოთა მწარმოებელი, რომელსაც უშუალოდ ევალებოდა სამუშაოების გაკონტროლება, დაუდევრად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, არაჯეროვნად გააკონტროლა სამუშაოების მიმდინარეობა, რის გამოც შეუმჩნეველი დარჩა ელექტრო კაბელის დაზიანების ფაქტი ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელის მოყოლებით დაზიანდა ელექტრო კაბელის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში გაჟონვა. „გრინ სერვის+"-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე. თავის მხრივ, „გრინ სერვის +"-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა მის მიერ დაქირავებული ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაო. ხოლო, „გრინ სერვის +"-ის სამუშაოთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას. აღნიშნულ პირთა მიერ თავიანთი მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამოვლენილი იქნებოდა ელექტრო სადენის დაზიანების ფაქტი და თავიდან იქნებოდა აცილებული დამდგარი შედეგი. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული დენისგან ელექტრო ტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტრო ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მომხდარის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები. აღნიშნულ ეპიზოდზე საქართველოს პროკურატურამ ბრალდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "გრინსერვისი+“-ის დირექტორს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), "გრინსერვისი+“-ის საქმის მწარმოებელს და „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა. https://pog.gov.ge/news/prokuraturam-...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
პროკურატურამ ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, 9 პირს ბრალდება წა...
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ვიდეო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს პროკურა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ცხრა პირია დაკავებული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედ...
TV IMEDI
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია - დაკავებულების ადვოკატების გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster