ირაკლი ჩილინგარაშვილი
ირაკლი ჩილინგარაშვილი საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი აშშ-ს კომპეტენტურმა უწყებებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს აშშ-ს კომპეტენტურმა უწყებებმა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს წარმატებული თანამშრომლობისთვის და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს. აშშ-ის სამხრეთ კალიფორნიის რაიონის პროკურატურა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, ისნის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის მიერ გაწეულ დახმარებას. აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე, სამართალდამცველებმა 2020 წლის 22 სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კანადის მოქალაქე მ.პ. დააკავეს. მ.პ. აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ აშშ-ს წინააღმდეგ განხორციელებული თაღლითობის ბრალდებისთვის, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იძებნებოდა. მ.პ.-ს დაკავების ბრძანება აშშ-ს სამხრეთ კალიფორნიის საოლქო სასამართლოს მიერ არის გამოცემული. მ.პ.-ს და მისი თანამონაწილის უკანონო ქმედებების შედეგად, რაც გამოიხატა მათ ქვემდებარეობაში მყოფი კომპანიის მიერ შეუსაბამო ხარისხის სამშენებლო მასალის გამოყენებაში და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაყალბებაში, აფრიკის რეგიონში არსებული აშშ-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი უხარისხობის გამო დაინგრა. საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მ.პ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და ამჟამად, მისი აშშ-ში ექსტრადიციის საკითხი განიხილება. იხ. ბმული: CEO Charged with Fraud in Connection with Construction of Military and Humanitarian Projects in Africa https://www.justice.gov/usao-sdca/pr/...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში
საქართველოს პროკურატურა
ირაკლი შოთაძე აშშ-ის სირაქიუზის უნივერსიტეტის წარმომადგენლებ...
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსა...
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურორი ერიკ პიტერსონს შეხვდა
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე პარიზის მთავა...
საქართველოს პროკურატურა
გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე მოსამართლე მარკ სპეისერს...
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურორი ბუენოს აირესის გენერალურ პ...
საქართველოს პროკურატურა
გინდათ მოიგოთ 5000 ლარი? #მარტივილოგიკა სალომე და ლიკა / ანა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster