ირაკლი შოთაძე აშშ-ის სირაქიუზის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

30.01.2023 02:14

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ამერიკელ მოსამართლეს, აშშ-ში სირაქიუზის უნივერსიტეტის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორს ჯეიმს ბეიკერს და ამავე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილეს, ენდრიუ ჰორსფოლს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ნინო აღლემაშვილი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ესწრებოდნენ. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, აშშ-ის დელეგაციის წევრებს საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული, ასევე მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერების, ეფექტიანი საქმიანობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ჯეიმს ბეიკერმა და ენდრიუ ჰორსფოლმა შეხვედრის მონაწილეებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს; ასევე, განსაკუთრებული ყურადღება მართლმსაჯულების განვითარების პროცესში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის როლს დაეთმო. გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, ამერიკელ სტუმრებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის მიმართ გამოხატული ინტერესისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. https://pog.gov.ge/news/generaluri-pr...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანის შეხვდა
03:41

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს,...

საქართველოს პროკურატურა

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების დასრულების დასკვნითი ღონისძიება
04:23

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების დასრულების...

საქართველოს პროკურატურა

ირაკლი შოთაძემ და კელი დეგნანმა ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს
03:57

ირაკლი შოთაძემ და კელი დეგნანმა ტრენინგის მონაწილეებს სერტიფ...

საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას იწყებს
02:50

საქართველოს პროკურატურა ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კა...

საქართველოს პროკურატურა

გახარიას პარტია „ოცნებას“ მოუწოდებს, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე პარლამენტში მოიწვიოს
02:08

გახარიას პარტია „ოცნებას“ მოუწოდებს, გენერალური პროკურორი ირ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ეს პირდაპირი შედეგია პროტესტის, „ოცნების“ რღვევა დაწყებულია - ბობოხიძე შოთაძის გადადგომაზე
00:23

ეს პირდაპირი შედეგია პროტესტის, „ოცნების“ რღვევა დაწყებულია...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

საქართველოს პროკურატურაში საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი გაიხსნა
04:08

საქართველოს პროკურატურაში საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნი...

საქართველოს პროკურატურა

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა
03:30

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების გა...

საქართველოს პროკურატურა

ყველა ვიდეო