ნატო ზაზაშვილის სახელობის კონფერენცია

04/26/2013
Tamara Karelidze-ის მიერ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ნატო ზაზაშვილისადმი მიძღვნილი ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. მისი მთავარი თემა ტრავმა და საზოგადოება გახლდათ.
როგორ აისახება ტრავმა ადამიანის ფსიქოლოგიაზე, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება, რა პრევენციული ღონისძიებები სჭირდება ტრავმირებულ ადამიანს, როგორ უნდა დავიცვათ თავი მსგავსი ტიპის შემთხვევებისაგან.. ეს იმ თემათა მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც კონფერენცია მოიცავს.
შეხვედრას სტუდენტებიც ესწრებოდნენ. მათი უმეტესობა, ფსიქოლოგიის სტუდენტია და ნატო ზაზაშვილსაც პირადად იცნობდა.
კონფერენცია ნატო ზაზაშვილზე მომზდებული თხუთმეტწუთიანი ფილმით გაიხსნა. ფილმში მისი საქმიანობა და პიროვნული თვისებები იყო მიმოხილული. კონფერენციას ნატო ზაზაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
ნატო ზაზაშვილის სახელობის კონფერენცია წელს პირველად გაიმართა. მისი ორგანიზატორები საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი, ფონდი - გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში და ილიას უნივერსიტეტის ფსიქოჯანმრთელობის რესურსცენტრი გახლდნენ. კონფერენცია პირველად ჩატარდა. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ის ყოველწლიურ სახეს მიიღებს.
@vasasi | http://fb.com/vasasisblog
http://www.vasassi.com/